პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით იასპარეზებენ

თბილისი (BPI) – დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ.

სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა. პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს.

პარა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო  ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ ხელმძღვანელმა, ელდარ ფერცულიანმა გადასცეს.

კომპანიაი ამბობენ, რომ საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გააგრძელებს პარასპორტის მხარდაჭერას.

შემთხვევითი სიახლე

“ვითიბის” კონკურენტული სასესხო შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) –  სებ-ის  მორიგ რეგულაციებამდე, “ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს. უზრუნველყოფილი სესხი …