ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს

თბილისი (BPI) – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს, -გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

კენჭისყრა 29-30 ნოემბერს PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

მონაწილეობას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

უკრაინაში, ქ. კიევში მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა. დელეგაციის ხელმძღვანელის ოთარ დანელიას განცხადებით, მუდმივმოქმედი კომიტეტის განხილვის ძირითად თემას ასამბლეის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენდა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი და ბიზნეს ფორუმი. მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდა.

შემთხვევითი სიახლე

“პანორამა კვარიათი” სტუმრებს 2019 წლის ბოლოდან მიიღებს

თბილისი (BPI) – აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი “პანორამა კვარიათი” პირველი სტუმრების მიღებას 2019 წლის ბოლოდან შეძლებს. …