ოქრიაშვილი: 2 ბანკით წარმოდგენილი საბანკო სისტემა ბიზნესისა და მოსახლების გაღარიბების მთავარი ფაქტორია

თბილისი (BPI) – პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეთანხმება მამუკა ბახტაძის დიაგნოზს.

“ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და არა მისი განვითარების მუხრუჭი.

სრულად ვეთანხმები დასმულ დიაგნოზს. მეტიც, სწორედ საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბების და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი.

თავის მხრივ, სწორედ ეს ორი მოცემულობა იწვევს ქვეყნის სტაგნაციას და უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად”, – განმარტავს პარლამენტარი.

 

შემთხვევითი სიახლე

ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის – 21 სექტემბრიდან თბილისში ღამის ავტობუსები ივლიან

თბილისი (BPI) – ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ღამის ავტობუსები ივლიან. ავტობუსები …