OPIC-ის პრეზიდენტი: საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ

თბილისი (BPI) – საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, – განაცხადა OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი ინფორმაციით, კაპიტალდაბანდებისთვის OPIC-ი ამჟამად რამდენიმე პორტის თემას  განიხილავს.

“სამაცივრე მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიებისმიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. სამომავლო პროექტებიგანიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და  საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვისძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები.მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება”, – განაცხადა რეი უოშბერნმა.

მისი თქმით, პრემიერისგან მიიღო ინფორმაცია ტურიზმის მზარდი ციფრების შესახებ და შესაბამისად იზრდებასასტუმროებზე მოთხოვნაც და OPIC-ი ამ მიმართულებითაც იაქტიურებს.

შემთხვევითი სიახლე

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 …