OPIC-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელს ზრდის – რომელი პროექტებით ინტერესდება კორპორაცია

თბილისი (BPI) – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, – ახალ საინვესტიციო პროექტებზე კორპორაციის მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, OPIC-ი დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტის პროექტებით. გარდა ამისა, კორპორაცია საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელით თბილისში დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ააშენებს, რომლის მმართველი მსხვილი ამერიკული კომპანია იქნება. საავადმყოფოს მშენებლობაში უკვე განხორციელებულია მილიონი დოლარის ინვესტიცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა საქართველოსთვის რეგიონული სამედიცინო ჰაბის ფუნქციის შეძენისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

საუბარი ასევე შეეხო OPIC-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, რომელიც საქართველოსა და კორპორაციის პარტნიორობის 20-წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა OPIC-ის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და აღინიშნა, რომ კორპორაციას საქართველოში ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს, რომელიც მოიცავს პროექტებს 20-მდე მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …