ოცნების სამსახური: ისლანდიაში მოგზაურის ვაკანსიაა

თბილისი (BPI) – ისლანდიური დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wow Air ორ მეგობარს ეძებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებენ, გადაიღებენ ვიდეოებს და დაწერენ ბლოგებს. რისთვისაც ავიაკომპანია თვეში თითოს 4 000 დოლარს გადაუხდის. განაცხადების მიღება 14 მაისამდეა.

იმისათვის რომ Wow Air-მა არჩევანი გააკეთოს ამისათვის პრეტენდენტებმა 2 წუთიანი ვიდეო მიმართვა უნდა ჩაწერონ, სადაც საკუთარ მშობლიურ ქალაქზე ისაუბრებენ. ვიდეო YouTube-ზე უნდა აიტვირთოს, ხოლო საბოოლო გამარჯვებული 18 მაისისათავის გამოვლინდება.

მოგზაურები მთლიანობაში 12 მოგზაურობას განახორციელებენ, რომელიც Wow Air-ის მიერ იქნება დაგეგმილი. გეგმის მიხედვით მეოთხე მოგზაურობა აუცილებლად ისლანდია იქნება. გამარჯვებულები, ანუ ვაკანსიაზე დამტკიცებული მეგობრები 1 ივნისიდან საცხოვრებლად ისლანდიაში გადავლენ და რეიკიავიკის ცენტრში იცხოვრებენ, რათა რეიკიავიკის აეროპორტი იყოს საბაზისოდ გამოყენებული.

მოგზაურების მიერ შექმნილი ვიდეო რგოლები და ბლოგები განთავსდება Wow Air-ის საიტზე Travel Guide-ს განყოფილებაში. მოგზაურობის, ცხოვრების, კვებისა და ზოგადად გადაადგილების ხარჯებს მთლიანად Wow Air-ი დაფარავს. წყვილი „მუშაობას“ 15 აგვისტოს დაასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …