Norwegian-ის თვითმფრინავი ტუალეტის პრობლემის გამო არაგეგმიურად დაეშვა

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Norwegian-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ოსლო-მიუნხენი ოსლოს აეროპორტში დაეშვა, რისი მიზეზიც ლაინერის საპირფარეშოსთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

ბორტზე 84 სანტექნიკოსი იმყოფებოდა, რომლებიც კომპანია Rørkjøp-ის სახელით მივლინებით მიუნხენში მიფრინავდნენ.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ფრენკს ოლსენი განმარტავს, სანტექნიკოსებისათვის საპირფარეშოს შეკეთება პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა პრობლემა იყო ის, რომ მისი შეკეთება მხოლოდ გარედან იყო შესაძლებელი. ოსლოს აეროპორტში საპირფარეშოს შეკეთების შემდეგ, ლაინერმა მიუნხენის მიმართულებით რეისი განახორციელა.