ucuz paykwik sportwetten paykasa

ნოქალაქევში მუზეუმის აშენება იგეგმება

თბილისი (BPI) – ნოქალაქევში მუზეუმი აშენდება, მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

პროექტის ფარგლებში მუზეუმში მოეწყობა საექსპოზიციო და საზოგადოებრივი სივრცეები, საცავები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა და ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია.

კოლხეთის სამეფოს ამ ერთ-ერთ უძველეს და შთამბეჭდავ ცენტრს, ისტორიულ „ციხე-გოჯს“ იგივე „ქუჯის ციხეს“ ბიზანტიელები „არქეოპოლისს“ ანუ ძველ ქალაქს უწოდებდნენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მომზადდა ნოქალაქევის განვითარების მენეჯმენტ გეგმა საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო და რენოვაციის სამუშაოებით. განხორციელდა ნაქალაქარის ქვედა ნაწილისა და XIX საუკუნის ხიდის სრული კონსერვაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგება, მოეწყობა ვინოტეკა. აღსანიშნავია, რომ ურთულეს რელიეფზე, თითქმის 20 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ციხე ქალაქი სამხრეთ კავკასიის სივრცეში უანალოგო მაშტაბების ნაქალაქარია, სადაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ურბანული ქსოვილი: სასახლეები, ეკლესიები, წყალსაცავი, უნიკალური გვირაბი, აბანოები და წარმოუდგენლად მძლავრი ფორტიფიკაცია.

შემთხვევითი სიახლე

ავსტრიელი ტურისტები საქართველოში სტუმრობით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით მზარდია. 2018 წელს საქართველოს ავსტრიიდან 10 ათასამდე …

Robby Fabbri Womens Jersey