ნიკორა ბიზნესს ცრურწმენებით არ მართავს

თბილისი (BPI) – დღეს 13 აპრილია, პარასკევი.  წელიწადში ერთხელ, ჰა, ჰა, 3-ჯერ ვხვდებით მსგავს დამთხვევას.  ბევრი ფიქრობს, რომ ეს დღე ავისმომასწავებელია, რადგან ის ორი ცრურწმენის გაერთიანებაა: 13-ის, როგორც უარყოფითი რიცხვისა და პარასკევის, როგორც უიღბლო დღის.

ნუმეროლოგიაში რიცხვი 12 ითვლება სრულყოფილების სიმბოლოდ: წელიწადის 12 თვე, 12 საათი ციფერბლატზე, ასტროლოგიის 12 ზოდიაქო და ა.შ. აქედან გამომდინარე, რიცხვი 13, როგორც 12-ის მომდევნო, მიჩნეულია არარეგულარულ, ჰარმონიის დამრღვევ რიცხვად.

პარადოქსია, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, პარასკევ 13-ის პერიოდში ნაკლები უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე “ჩვეულებრივ” პარასკევს. მიზეზი ზედმეტი სიფრთხილეა, მოქალაქეები უმეტესად სახლში ყოფნას ამჯობინებენ. იშვიათია ავარიისა და მგზავრების დაშავების შემთხვევები.

მიუხედავათ ყველაფრისა, ეს მხოლოდ ცრურწმენაა და ჩვენ გვჯერა, რომ თუ დღეს სწორად დაგეგმავ წარმატების მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგიშლის.

  • 13 ნიკორას პოზიტივი კვირის ბოლოს

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …