ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება შარშან 2.5-ჯერ გაიზარდა

თბილისი (BPI) – „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება შარშან 2015 წელთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 78 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიის ანგარიშის მიხედვითმ 2016 წელს ასევე 149.6 მლნ ლარამდე გაიზარდა საოპერაციო მოგებაც და 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ. ლარი იყო, ჯამური აქტივები კი 12,6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან 159,1 მლნ ლარამდეა გაზრდილი.

გარდაბანის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ შემოსავლების დივერსიფიცირება მოახდინა. 2016 წელს შემოსავალი ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან 184,4 მლნ ლარს გაუტოლდა (2015 წელს 48,7 მლნ. ლარი), საოპერაციო მოგებამ აღნიშნულ სეგმენტში 102,1 მლნ ლარი შეადგინა (2015 წელს 23,7 მლნ ლარი). აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ ლარი იყო.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას …