National Geographic-მა საქართველო 2018 წლის საინტერესო ტურისტულ ადგილები შეიყვანა

თბილისი (BPI) – პრესტიჟულმა ჟურნალმა “National Geographic”-მა საქართველო 2018 წლის ყველაზე საინტერესო ტურისტულ ადგილებში შეიყვანა.

ჟურნალი ეგზოტიკური ტურისტული ადგილების სიას ყოველ წელს აქვეყნებს. წელს ჟურნალმა 21 ლოკაცია შეარჩია, სადაც საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ განვითარება საქართველოს დედაქალაქ თბილისს, განსაკუთრებულ ტემპს სძენს. National Geographic მკითხველს ურჩევს მიიღოს ტრადიციული ქართული გამოცდილება – 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი და ლეგენდარული ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა ქაოტურად განვითარებულ ძველ თბილისთან ერთად.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ სპარსული, არაბული, ბიზანტიური, ოსმალური, რუსული და საბჭოთა კავშირის ოკუპაცია განსაკუთრებულ გავლენას ახდენს თბილისის არქიტექტურაზე.

knews.ge

შემთხვევითი სიახლე

საათობრივი პარკირება თბილისში – ავტომფლობელების წლიურმა ხარჯმა შესაძლოა 1400 ლარს გადააჭარბოს

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა …