მზია გიორგობიანი: 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, 2019 წლიდან აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

„განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი – ე.წ. ქვეკომპონენტი.

ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

შემთხვევითი სიახლე

სალომე: “არ დაველოდები როდის მიგვიღებენ ევროკავშირში”

თბილისი (BPI) -” სიტყვა არ დაძრეს სიძულვილის და ლანძღვის წინააღმდეგ” ,  – სალომე ზურაბიშვილმა  არასამთავრობო …