Myway Airlines თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

თბილისი (BPI) –  ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines” თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას 5 ოქტომბრიდან იწყებს.

პირდაპირი ფრენები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო 24 ოქტომბრიდან ავიაკომპანია დაამატებს კიდევ ერთ სიხშირეს (ოთხშაბათი) და ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 2018 წლის 1 ოქტომბერს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …