Myway Airlines-ი რამდენიმე თვიან ტაიმაუტს იღებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელიც ქართული ავიაბაზრის მოთამაშე რამდენიმე თვის წინ გახდა რამდენიმე თვიან ტაიმაუტსიღებს.

avianews.ge ავიაკომპანიის მენეჯმენტზე დაყრდნობით წერს, რომ Myway Airlines-ი ფრენებს მხოლოდ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში აჩერებს, ხოლო ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში განაახლებს. მიზეზად კომპანია მგზავრთნაკადის სიმცირეს ასახელებს. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ Myway Airlines-ი უკვე დაანონსებულ გეგმებზე უარს არ ამბობს და აპრილიდან ოპერირებას ყველა იმ მიმართულებაზე განაახლებს, რაზეც კომპანიას შესაბამისი ნებართვა უკვე აქვს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  Myway Airlines-ი თბილისი-თელ ავივი-თბილისისსაჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს არ წყვეტს და აღნიშნული მიმართულებით ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც გააგრძელებს.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …