მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა განვლილი 7 თვე შეაჯამა

თბილისი (BPI) – მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, მედიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კვიჟინაძემ საზოგადეობას 7 თვის შედეგები და სამომავლო გეგმებიც გააცნო.

შეხვედრაზე ადვოკატმა და სკოლის დირექტორმა ლალი სალდაძემ იმედი გამოთქვეს, რომ კვლავ არ დაკარგავდა თემა აქტუალობას დარჩენილი ორი თვის მანძილზეც.

„მოვითხოვთ, არ მოხდეს უდანაშაულო ადამიანის ექსტრადირება, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რეალური გამოვლენა. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის ევროპაშიც, რათა დამტკიცდეს ბატონი ჩაბუქის უდანაშაულობა“. – განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ

შეხვედრის ორგანიზატორი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი გახდათ , სადაც ბატონი მუსტაფა რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა დირექტორად და აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.პრესკონფერენციას ჩაბუქის კოლეგები, მოსწავლეები და კურსდამთავრებულებიც დაესწრნენ.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამ თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომლიც 25 ნოემბერს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია რაც ცხოვრობს. იგი  2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის მრავალი საგანმანათლებლო პროექტისა და იდეის ავტორი საქართველოში. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მხრიდან უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …