მთის კურორტებით დაინტერესებული რუმინელებისთვის Blue Air თბილისი-ბუქარესტის რეისს შეასრულებს

თბილისი (BPI) – რუმინეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება. ბუქარესტი თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს  ავიაკომპანია Blue Air Airline შეასრულებს. ეს პირველი პირდაპირი რეისია რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით. გახდება თუ არა რეისები რეგულარული ეს ალბათ ავიაკომპანიის პრიორიტეტებსა და არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

რეისები 2018 წლის თებერვლის დასაწყისში უკვე დანიშნულია და ავიაკომპანის რეისებს, ერთი კვირის ინტერვალით (3 და 10 თებერვალი) შეასრულებს. ავიარეისების დანიშვნა სამთო კურორტებით დაინტერესებული რუმინელი ტურისტების საქართველოში ჩამოყვანას ემსახურება.

რუმინეთში საქართველოს საელჩომ რეისის დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში დაანონსა. ახლა კი კომპანიის ოფიცუიალურ საიტზე ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. მაშინ სააგენტო წერდა, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება შეუძლიათ ქართველ დამსვენებლებსაც, რომლებიც დაინტერესებული არიან აღმოაჩინონ ევროპის აქამდე შედარებით უცნობი ქვეყნები.

ორივე მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 246 ევროა თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით, ხოლო ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაზე ფასი 406 ევროა.

აღსანიშნავია, რომ რუმინული ავიაკომპანია Blue Air ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა. რეიტინგი  FlightGlobal-მა რამდენიმე დრის წინ გამოაქვეყნა. კომპანია 2004 წელს დაფუძნდა და ასრულებს როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა რეისებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …