მთავრობა განათლების რეფორმის დაწყებას აანონსებს

თბილისი (BPI) – ქვეყნის პრემიერი მშპ-ში განათლების სექტორის წილის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი და განათლების რეფორმის პრეზენტაცია დააანონსა.

პრემიერის ინფორმაციით, განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობოს აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …