მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა

თბილისი (BPI) – მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა, – ახალი საპარლამენტო მდივანი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

„ნათიას ყველანი კარგად ვიცნობთ. მას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით, წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას. მინდა, წარმატება ვუსურვო ნათიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში“, – განაცხადა პრემიერმა.

ნათია მიქელაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …