მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა

თბილისი (BPI) – მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, – ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„შალვა თადუმაძეს ყველა კარგად იცნობთ. იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას, რასაც ძალიან კარგად უძღვებოდა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა აბსოლუტურად სწორად მოხდეს ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება. აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შალვამ ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო და დღესაც არის მთავრობის ძალიან საიმედო დასაყრდენი. იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს. მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ პოსტზე. გილოცავთ!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …