მთავრობას ბანკებისგან ფულის წამოღება უფრო ძვირი უჯდება

თბილისი (BPI) – მთავრობის ობლიგაციებში ბანკები მეტ სარგებელს ითხოვენ.

ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი ობლიგაციების აუქციონზე, რომელშიც 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა,  განაკვეთი 9.2, 9.530, 9.370%-ით განისაზღვრა  (მინ, მაქს, საშ), წინა აუქციონზე მაღალი (8.95/9.38/9.087%).

სულ, 25 მლნ-ის გაიყიდა, 2.1-ჯერ მეტი იყო მოთხოვნა –  53 520 000 ლარი.

წლევანდელი ვაჭრობები მოკლევადიაზეც ( 6,12  და 24 თვიანი)  მზარდი ტრენდით დაიწყო.

ანალიტიკოსები აღმავალ ტრენდს  ქვეყანაში გაზრდილი რისკებით ხსნიან,  გაძვირებას  მაკროეკონომიკური საფუძველიც აქვს, ინფლაციური მოლოდინები  და რეფინანსირების გაზრდილი განაკვეთი, რომლის  გაზრდასაც ბაზრის მონაწილეები  მპკ-ის  მორიგ სხდომაზე  ელიან.