მთავრობა IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი კმაყოფილია. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულება მინისტრებმა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრეს.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა რეფორმების მნიშვნელობაზე და მიათითა, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს, პირადად, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისთვის.

მისი თქმით, პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს,  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში.

ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …