„მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს“ სტატუსის მოსაპოვებლად ქართველი სომელიეც იბრძოლებს

თბილისი (BPI) – საუკეთესო ქართველი სომელიეს სტატუსის მფლობელი თამაზ თამაზაშვილი კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე“ იასპარეზებს. კონკურსი  ბელგიაში 2019 წლის მარტში გაიმართება.

თამაზ თამაზაშვილმა საქართველოს საუკეთესო სომელიეს მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსი სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. მასში 10 სომელიე მონაწილეობდა.

მონაწილეებს სომელიეს სტატუსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები შედიოდნენ. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კონკურსის ჟიურის წევრი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ სომელიეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.

 

შემთხვევითი სიახლე

ქუთაისს ისტორიული იერსახე უბრუნდება

თბილისი (BPI) – მთავრობა ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციის მიზნით დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე …