„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

თბილისი (BPI) – „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.

რეიტინგში დიდი ეკონომიკის ქვეყნების შემდეგ ადგილებს იკავებენ:
•20. გერმანია;
•41. იაპონია; 
•57. საფრანგეთი;
•96. ინდოეთი;
•87 რუსეთი;
•108. ჩინეთი;
•144. ბრაზილია;

რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ ადგილებს იკავებენ:
•29. სომხეთი 7.60;
•86. თურქეთი 6.82;
•106. აზერბაიჯანი 6.38;
•134. უკრაინა 5.38;
•130. ირანი 5.31.

ეს კვლევა არის ყველაზე მასშტაბური შედარება და შემდგომ რანგირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით:
•მთავრობის ზომა;
•საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო;
•მყარი ფულადი პოლიტიკა;
•საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება;
•კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.

კვლევის და ყველაზე რეცენზირებადი ჟურნალების თანახმად ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ეკონომიკური თავისუფლების დონის მქონე ქვეყნებში, უფრო სწრაფად მდიდრდებიან და სარგებლობენ მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებებით.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …