მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები

თბილისი (BPI) – 2018 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიის სტატუსი ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა მოიპოვა.

რეიტინგი მოგზაურობის ბრიტანული კომპანია OAG-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა შეადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ airBaltic-მა 2017 წელს განხორციელებული რეისების შესაბამისად პუნქტუალურობის 90,01%-იან მაჩვენებელზე გავიდა. ავიაკომპანიის განხორციელებული ყოველი 100 რეისიდან 90 რეისზე პუნქტუალურობა ზედმიწევნით იყო დაცული.

1. airBaltic (90.01%).
2. Hong Kong Airlines (88.83%).
3. Hawaiian Airlines (87.24%).
4. Copa Airways (86.39%).
5. Qantas Airways (86.18%).
6. Japan Airlines (85.27%).
7. Vueling Airlines (85.35%).
8. Jetstar Asia (85.08%).
9. Skymark Airlines (85.00%).
10. Aer Lingus (84.46%).