მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქალაქებად ჰონკონგი აღიარეს

თბილისი (BPI) – მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქალაქებად ჰონკონგი აღიარეს. კვლევა კომპანია Euromonitor-მა განახორციელა, რომლის თანახმადაც ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგში, უკვე მეცხრედ, ჰონკონგი ლიდერობს.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2017 წელს ჰონკონგში მინიმუმ ერთი ღამე სულ 26,6 მლნ-მა ადამიანმა გაატარა. ტრანზიტული მგზავრები სტატისტიკაში შესული არ არის.

რეიტინგში მე-2 ადგილზეა ბანგკოკი, სადაც იმ ადამიანების რაოდენობამ რომელმაც ქალაქში თუნდაც ერთი ღამე დაჰყო 21,2 მლნ შეადგინა. მე-3 პოზიციაზეა ლონდონი – 19,2 მლნ ვიზიტორით. მე-4 პოზიციას იკავებს სინგაპური (16,6 მლნ) და ხოლო მე-5 ადგილზეა მაკაო (15,4 მლნ.). „ტოპ-10“-ში ასევე მოხვდნენ დუბაი, პარიზი, ნიუ-იორკი, შენჟენი და კუალა-ლამპური.