მსოფლიოს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების TOP-10

თბილისი (BPI) – მსოფლიოს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების TOP-5-დან ოთხი აზიაშია ბაზირებული, – ამის შესახებ Global Flight Pricing-ის კვლევაშია აღნიშნული.

ექსპერტებმა 200 ავიაგადამზიდავის ტარიფები გაანალიზეს და 1 „საჰაერო“ კილომეტრის ტარიფი დათვალეს.

რეიტინგში პირველ ადგილზე ავიაკომპანია AirAsia X-ია, მეორე ადგილზე Air India Express, ხოლო შემდეგ მოდიან Indonesia AirAsia, Primera Air და IndiGo Airlines.

TOP-10-ში მოხვდნენ ასევე Etihad, Ryanair, Qantas, Wow Air და Virgin Australia.

კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთი „საჰაერო“ კილომეტრზე გადაადგილების ღირებულებამ 17,7 ცენტიდან 18,8 ცენტამდე მოიმატა.