მსოფლიო კაკაოს მარცვლის დეფიციტის წინაშეა

თბილისი (BPI) – კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო კაკაოს მარცვლის დეფიციტის წინაშე დგას.

დეფიციტის აღმოსაფხვრელად მწარმოებელმა ქვეყნებმა კაკაო ან სათბურში უნდა მოიყვანონ, ან კიდევ კაკაო გენური ინჟინერიის საფუძველზე მიიღონ.

შოკოლადის მწარმოებელი გიგანტური კომპანია Mars-ი კი არჩევანს გენურ ინჟინერიაზე აკეთებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები კომპანია Mars-თან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ. ისინი სწავლობენ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც გენი CRISPR-ის გამოყენებით შესაძლოა კაკაოს გარდაქმნა მოხდეს, რათა მან არსებულ კლიმატურ პირობებს გაუძლოს.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ კაკაო 2050 წლისთვის არსებულ ტემპერატურას ვეღარ გაუძლებს და ამ დროისათვის ნატურალური კაკაო აღარ იარსებებს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …