მოწევა, რომელიც ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს – მეთოდზე მეცნიერები მუშაობენ

თბილისი (BPI) – მილიარდობით დოლარის ინვესტიცია და ასობით საუკეთესო მკვლევარის მოზიდვა ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივების შესაქმნელად – Philip Morris-ის სამეცნიერო ცენტრში, პროფესორ მანუელ პეიტშას ხელმძღვანელობით ახალი მეცნიერება – სისტემური ტოქსიკოლოგია ვითარდება.

იგი მიზნად ისახავს დაეხმაროს კაცობრიობას ჯანმრთელობასა და გარემოზე ქიმიური ნივთიერებების გავლენის რისკების ინდენტიფიცირებასა და შემცირებაში.

სისტემური ტოქსიკოლოგია საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ბიოლოგიურ პროცესებზე ქიმიური ნაერთების გავლენა თანამედროვე, ანალიტიკური და ავტომატური სისტემების კომბინაციით. ახალი მეცნიერება განსაზღვრავს და იყენებს ბიომარკერებს სხვადასხვა ფაქტორების უსაფრთხოების შეფასების გასაუმჯობესებლად. სისტემურ ტოქსიკოლოგიას, როგორც მეცნიერებას, შეუძლია დეტალურად განმარტოს ნებისმიერი მავნე ფაქტორების ტოქსიკოლოგიური ზემოქმედების ცნობილი კანონზომიერების მოქმედების მექანიზმები – დაწყებული უჯრედული სტრესიდან, დასრულებული ნეკროზით.

მაგალითისთვის, ყველამ ვიცით, რომ თამბაქოს წვა ნეგატიურ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე, თუმცა ზუსტად რა ხდება უჯრედულ დონეზე, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდები არსებობდა. სისტემური ტოქსიკოლოგიის მეთოდის გამოყენებით, მოლეკულურ დონეზე რაოდენობრივი სისტემატური გავრცელების ცვლილებები იზომება ნეგატიური ზემოქმედებით, და აღწერს მოლეკულური მოვლენების მიზეზობრივ ჯაჭვს, რომელიც უკავშირდება გარე გავლენას უარყოფით შედეგებთან ერთად. ამის საფუძველზე შენდება მათემატიკური მოდელები, რომელიც აღწერს ამ პროცესებს რაოდენობრივი თვალსაზრისით.

კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების 90% და გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების ნახევარი ეკოლოგიური წარმომავლობისაა.

ტოქსიკოლოგიის დასავლურ ამოცანას წარმოადგენს ათასობით გაზომვად, ბიოლოგიურად აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებს შორის იმ ერთადერთის შერჩევა, რომელზედაც აუცილებელია კონცენტრირება. ფილიპ მორისის კვლევისა და განვითარების ცენტრის მეცნიერებმა, მოწევისგან მიღებული ზიანის პრობლემის დეტალურად წარმოდგენა და შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების წარმოება დაიწყეს. ამ ეტაპზე დასრულებულია რამდენიმე ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელთა შედეგები უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისთვის.

8 თვის განმავლობაში ტარდებოდა კვლევა in vivo (ცხოველებზე) და ბიოლოგიური გამოვლინებები ხორციელდებოდა სამ ჯგუფად, რომლებიც 2 თვის განმავლობაში თამბაქოს კვამლის მოქმედებას ექვემდებარებოდა. ამის შემდეგ, ერთი ჯგუფი სიგარეტის კვამლის გავლენის ქვეშ დარჩა, მეორე –  თამბაქოს გათბობის სისტემის (iQOS) აეროზოლის მიერ ჰაერზე მოხდენილი გავლენის ქვეშ, ხოლო მესამე – სუფთა ჰაერის სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი. შემდეგ კვლევის ჯგუფების ბიოლოგიური შედეგები დეტალურად გაანალიზდა და ჩატარდა აუცილებელი გამოკვლევები, რომლის ფარგლებშიც სისტემური ტოქსიკოლოგიის ყველა მეთოდი გამოიყენეს. შესწავლილია ათასობით მოლეკულა, რომლებიც მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, მათი რაოდენობის შეცვლაში.

ცხოველებზე განხორციელებული გამოკვლევების შემდეგ, ეს შედეგები შემოწმებას გადის კლინიკურ გამოკვლევებში, მოხალისეების მონაწილეობით – საუბარია სრულწლოვან მწეველებზე. მათ ანალოგიურ ჯგუფებად ყოფენ. მოხალისეები რეგულარულად აბარებენ სისხლს და გადიან სამედიცინო გამოკვლევას, რათა ექსპერიმენტის ყოველი დღის განმავლობაში დაფიქსირდეს მათი ორგანიზმის მდგომარეობა. პირველივე დღეებში, ყოფილ მწეველებს, რომლებიც iQOS-ზე გადავიდნენ, საგრძნობლად შეუმცირდათ კარბოჰემოგლობინის დონე.

დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, თამბაქოს გათბობის სისტემების გამოყენება მნიშვნელოვან ეფექტს არ ახდენს მეტაბოლიზმის მოლეკულებზე მთლიანობაში, გარდა იმ პარამეტრებისა, რომლებზეც ნიკოტინი მოქმედებს. დამტკიცებულია, რომ მოწევისთვის თავის დანებების, ან დაბალი რისკიანობის შემცველ პროდუქციაზე გადასვლისას, შესაძლებელია შემცირდეს ანთების მქონე უჯრედებისა და ფილტვების შუამავლების ინფილტრაცია (რაც მწეველთა ფილტვების დაავადებების მთავარი მიზეზი ხდება ხოლმე) და ისეთ ადამიანებში უახლოვდება შესაბამისს მაჩვენებელს, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს. მსგავსი მაჩვენებელი აღინიშნება სამი დღის განმავლობაში ბენზოლის, აკროლკინის და 1,3-ბუტადიენის (კარცეროგენი, რომელიც მწეველებში კიბოს დაავადებას იწვევს) დროს.

გარდა ამისა, კვლევით ცენტრში არის ლაბორატორიები, სადაც შეისწავლიან პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე საფრთხის შემცველ პროდუქციას, რომელსაც კომპანია ტრადიციული სიგარეტის მოწევის იდეალური შემცვლელის ძიებაში ქმნის.

კვლევების ხელმისაწვდომი შედეგები დამაიმედებელია, მაგრამ სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მტკიცებულებების მთლიანობის საფუძველზე, ჯანმრთელობის რისკის შემცირების შესახებ დასკვნები მალე გამოქვეყნდება.

სისტემური ტოქსიკოლოგიის საბოლოო მიზანი ბიოლოგიური სისტემების ისეთი დინამიური და მათემატიკური მოდელის შექმნაა, რომ მათი რეპროდუქცია სწორად ასახავდეს ბიოლოგიური პროცესის „ქცევას“. ამ ეტაპზე ეს პროცესი ჩამოყალიბების პროცესშია და სისტემური მეცნიერების მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

საბოლოო ჯამში, მთელი რიგი ძალისხმევები სისტემური ტოქსიკოლოგიის განვითარების მხრივ, უნდა გაერთიანდეს რისკების შეფასების პარადიგმის შეცვლისთვის, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …