მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი (BPI) – მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ბიუჯეტი 1.4 მლნ ლარია.

პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე,  ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

თბილისი (BPI) – დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები …