მოსწავლეებისთვის მეცნიერების ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – ისთ-ფოინთი მეცნიერების STEM ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში, რომელიც 9 ივნისს, 16:00 საათიდან გაიმართება, წელს ასობით ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული.

ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები  დამთვალიერებლებს სხვადასხვა აქტივობასა და სამეცნიერო პროექტს შესთავაზებენ. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა.

იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა  გამოგონება და ისეთი პროექტები, რომლებში ჩართვასაც ბავშვები თავად შეძლებენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაათვალიერონ სხვადასხვა სტენდები, არამედ  თავად მიიღონ მონაწილეობა ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის ცდებსა და  ექსპერიმენტებში.

„უკვე 10 წელზე მეტია IYIPO-ს საორგანიზაციო კომიტეტი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს სთავაზობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. წელსაც STEM ფესტივალის ფორმით გადავწყვიტეთ წაგვეხალისებინა მოსწავლეები. ბავშვებისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობა მოტივაციაცაა ახალი გამოგონებები შექმნან და სხვა მოსწავლეებიც ჩართონ სახალისო და მარტივი ცდების ჩატარებაში.“ – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საფეთ ბაირაქთუთანმა

წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 60 საინტერესო ექსპერმენტსა და  ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.

ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტში 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თანატოლებს საინტერესო მიგნებებსა და პროექტებს თავადვე გააცნობენ.

STEM ფესტივალი თბილისში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება. წარმოდგენილი პროექტები მოიცავს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.

STEM ფესტივალის მხარდამჭერია: სკოლა-ლიეცუმი სხივი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …