მონიტორინგის შედეგები: თამბაქოს ახალი კანონი პირველი თვის განმავლობაში 92%-ით შესრულდა

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის პროგრამის შედეგებით, პირველი თვის განმავლობაში კანონი 92%-ით შესრულდა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში აღიარებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან კანონის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერაა.

“უამრავი მწეველი კმაყოფილია, რომ ახალი რეგულაციების შედეგად მოხმარებული თამბაქოს რაოდენობის შემცირება შეძლეს.

მწეველებს და არამწეველებს ფაქტობრივად ერთნაირად მოსწონთ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი რესტრონები, კაფე ბარები, დარბაზები, საზოგადოებრივი შენობები. კანონდარღვევა ზოგიერთ ჩილიმბარში და სლოტ კლუბებში შეიმჩნევა, რაც ძირითადად არა ამ დაწესებულებათა მომხმარებლების, არამედ მათი მფლობელების მოქმედებებით არის განპირობებული. ასეთ დამრღვევ დაწესებულებებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება, ვიდრე  თამბაქოსგან ყველა შენობა არ გათავისუფლდება”, – განმარტავენ ალიანსში.

იქვე დასძენენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა კანონის აღსრულებაში მიღწეული შედეგების გამყარება და იმ დაწესებულებების მიზნობრივი მონიტორინგი, ინფორმირება და აღსრულებითი ღონისძიებები, რომლებშიც კანონის დარღვევა შეიმჩნევა.

ალიანსში განმარტავენ, რომ კანონის კეთილსინდისიერად დამცველი საქართველოს მოსახლეობის, სამასპინძლო და სხვადასხვა ბიზნესისგან განსხვავებით, კანონს არღვევენ  მულტინაციონალური თამბაქოს კომპანიები, რომლებიც ზოგიერთ სავაჭრო დაწესებულებაში თავიანთი  მომწავლელი ნაწარმის მოდიფიცირებულ რეკლამას თავხედურად ეწევიან და შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. ვიმედოვნებთ, ამ კანონდარღვევებს აღმასრულებელი სტრუქუტრების დროული და მკაცრი რეაგირება მოჰყვება, რათა თამბაქოს ნაწარმის ყოველგავრი რეკლამა აღმოიფხვრას.

შემთხვევითი სიახლე

მოსახლეობას სავალუტო სესხების არარსებობა დაიცავს

თბილისი (BPI) – “დაბალი ინფლაციის და სავალუტო  სესხების არარსებობის შემთხვევაში  რყევა მინიმალურად დააზარალებს მოსახლეობას”, – …