მომხმარებელი დაკრედიტების გარეშე უფრო დაცული იქნება

თბილისი (BPI) – სებ-მა დაკრადიტების წესი გამოაქვეყნა. ძირითადი პრინციპი გადახდისუნარიანობის შესაბამისი დაკრედიტებაა.

რეგულირებას ყველა კრედიტორი უნდა დაემორჩილოს, ბანკი, მიკროსაფინანსო და სხვა ინსტიტუტი, ყოველთვიური გადასახდელის (PTI) უზრუნველყოფის ღირებულებასთან (LTV) შესაბამისობის დაცვით. გამკაცრების მიზანი, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან მომხმარებლის დაცვაა.

სებ-ის ინფორმაციით, დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა: პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების პროცესში გამოთქმული მოსაზრებები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

 ცხრილი 1. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები

ყოველთვიური წმინდა 
შემოსავალი, 
ლარი 


არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის

მაქსიმალურ/საკონტრაქტო 
ვადიანობაზე
  

ჰეჯირებული მსესხებლებისათვის

მაქსიმალურ/საკონტრაქტო 
ვადიანობაზე 
 <1,000 20% / 25% 25% / 35%
 >=1,000-2,000< 35% / 45%
 >=2,000-4,000< 25% / 30% 45% / 55%
 >=4,000 30% / 35% 50% / 60% 

შენიშვნა: სესხის მომსახურების კოეფიციენტი მაქსიმალურ ვადიანობაზე დაითვლება როგორც ანუიტეტური 
გადახდები დებულებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადებზე.

ცხრილი 2. სესხის უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტები

 
ლარით გაცემული სესხებისთვის

    85%

 უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის        

    70% 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე …