მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯების 25%-ით შემცირება იგეგმება

თბილისი (BPI) – მთავრობა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება.

„თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან არის სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარი. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ.

სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება ზომა სახელმწიფოსა და მთავრობის მშპ-სთან მიმართებაში. თქვენ თუ დამისახელებთ წარმატებულ მაგალითებს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან მოხარული ვიქნები, ეს ციფრი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …