მოძრაობა KAR.GE 2018 წლის საექსპორტო კატალოგზე მუშაობას იწყებს

თბილისი (BPI) – ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE-მ 2018 წლის საექსპორტო კატალოგზე დაიწყო მუშაობა.

პროექტის ფარგლებში მოძრაობა შექმნის ყოველწლიურიინგლისურენოვანი ბეჭდურ “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს შექმნაზე (მეორე გამოცემა) და ქართულენოვან “KAR.GE ინტერნეტ კატალოგს” (არსებობს 2016 წლიდან).

ეს ორი უპრეცედენტო გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული წარმოებების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორებისა და B2B მომსახურების მიმწოდებლების შესახებ. პროექტის შედეგების პრეზენტაცია იგეგმება 2018 წლის 3 აპრილს.

„მოძრაობა KAR.GE-ში უაღრესად გვეამაყება უამრავი წარმატება, რომელსაც პარტნიორმა კომპანიებმა 2017 წელს ჩვენი მხარდაჭერით მიაღწიეს. გასულ წელს მონაცემების “KAR.GE Export Catalogue 2017”-ში და “KAR.GE ინტერნეტ კატალოგში” განთავსების, ასევე მოძრაობა KAR.GE-ს პროექტებში ჩართულობის შედეგად ბევრმა კომპანიამ დაამყარა ახალი კავშირები, მოძებნა პარტნიორი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა ან ადგილობრივ ქსელებში შეიტანა თავისი ნაწარმი, მიიღო მეტი შეკვეთა და რეალურად გაზარდა ცნობადობა და გაყიდვები“, – ამბობს ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი.

მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მხარდაჭერით “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით გაავრცელებს. ქართულენოვანი ელექტრონული “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი” უფრო მასშტაბურად გავრცელდება ინტერნეტით მთელი წლის განმავლობაში. მწარმოებელთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 თებერვალი