მოდაშია ფეხბურთელების ლატექსის ნიღბები – FIFA-ს 2018 წლის მსოფლიო თასის მოლოდინში

თბილისი (BPI) – FIFA-ს 2018 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მალე რუსეთში შეიკრიბებიან.

კომპანიები მსოფლიო თასის დიდი ბაზრის ასათვისებლად საინტერესო გზებს მიმართავენ. ერთ-ერთმა მექსიკურმა კომპანიამ ცნობილი ფეხბურთელების ლატექსის ნიღბების გაყიდვით დიდი შემოსავალი უკვე მიიღო.

ქალაქ კუერნაკაში მდებარე კომპანიამ 12 ფეხბურთელის ნიღბების გაყიდვა ესპანეთში, საფრანგეთში, ამერიკასა და რუსეთში დაიწყო.

ნიღბების ღირებულება, რომლებმაც უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია, 13 დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …