მიწის რეგისტრაციის რეფორმა 1 ივლისამდე გრძელდება

თბილისი (BPI) – მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება.  

რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მომსახურებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიული დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

მიწის რეფორმის ამოქმედებიდან გამარტივებული პროცედურებით 594 ათასზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა. საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში  საჯარო რეესტრიდან ამ ეტაპზე,  26 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, 63 ათასზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად  უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. 

სადავო მიწის ნაკვეთებზე  ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1443 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები 2016  წლის 1 აგვისტოდან  შევიდა ძალაში.  

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …