მინისტრს მთავარი ბანკირები უპასუხებენ

თბილისი (BPI) – ეკონომიკის ზრდის ერთი მუხრუჭი უკვე  იდენტიფიცირებულია, საბანკო სესხი, მხოლოდ, მაღალპროცენტიანი.

აქამდე, სასესხო  განაკვეთის ფორმირებაში მონაწილე რისკ კომპონენტები ქვეყნის ბიზნეს რისკებთან თანაზომადად მიიჩნეოდა.  ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის სიმბოლოზე (საბანკო სექტორი) იერიშით, მინისტრიდიდ რეფორმას გვაუწყებს.

BOG და TBC   ახალ პროექტებს აანონსებენ. კახა კიკნაველიძის და მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციები 13 აპრილსაა ჩანიშნული.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიის და  მთელი საზოგადოების ყურადღება საბანკო სესხების სიძვირეზე მიიპყრო. ისაუბრა საბანკო სექტორის დანიშნულებაზე, რომ უნდა იყოს არა მუხრუჭი, არამედ ეკონომიკის მამოძრავებელი.

მოგვიანებით დააზუსტა, რომ მისი განცხადება მედიამ გახადა მყვირალა, თითქოს შემჩნეულიც აქვს, რომ მედია შინაარსს ნაკლებ დროს უთმობს. ასევე დაზუსტდა, რომ მისი ინიციატივა პრემიერის გაჟღერებულ, მე-2 პროექტთან („ახალგაზრდა მეწარმე“) სინქრონიზებულია და ორივე,  ერთი რეფორმის ნაწილია. მიზანი კი მშპ-ში მცირე ბიზნესის წილის გაზრდაა, რაც უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი.

მინისტრმა ასევე დააზუსტა, ბანკების საკვანძო როლი ამ რეფორმაში. როგორც აღნიშნა, მის განცხადებაში მთავარი იყო ბიზნესრესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

რეალობა  ასეთია: არასაკმარისი კაპიტალი ამუხრუჭებს  მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ბანკის იაფ სესხსს, კაპიტალის უკმარისობის გამო ვერ იღებს,  ძვირი კი  არ აწყობს, მაღალხარჯიანობნის გამო.

მინისტრი და პრემიერი ოპტიმიზაციის ინიციატივით გამოვიდნენ. მთავრობა იზრუნებს ფულის მაძიებლის კაპიტალის შევსებაზე,  რომ ბანკს დაფინანსების რისკები გაუნულოს. შედეგად, მცირეკაპიტალიან მსესხებელს საბანკო სესხი უნდა გაუიაფდეს. სამომავლოდ კი  სიცოცხლისუნარიანი  სტარტაპ პროექტების დაფინანსებით ვენჩოერული ფონდები და  ენჯელ ინვესტორები დაინტერესდნენ.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …