მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება – არაპროდუქტიულობა.

“ეკონომიკის ზრდა აღინიშნება, მაკროპარამეტრები სტაბილურია,  ფისკალურად დისციპლინირებულია, მაგრამ პროდუქტიულობაზე ვერ გავდივართ”, – აღნიშნა მინისტრმა. 

ის კვლევების  გარდაუვალ საჭიროებას ხედავს, რაზეც ფული უნდა დაიხარჯოს, თუმცა კერძო კომპანიებთან ერთობლივი აქტივობების ფარგლებში, რადგან ეს პირველ რიგში ბიზნესის ინტერესშია.   

მინისტრმა კორპორატიზაციის საჭიროებაზეც განაცხადა. სახელმწიფო საწარმოების  გაჯანსაღებაზე.  საკუთრების და მმართველობის ფორმა უნდა შეიცვალოს. უნდა გასხვისდეს ან მენეჯმენტში გაიცეს, რადგან ისინი კვაზი ფისკალური რისკების მატარებელია.

  

შემთხვევითი სიახლე

ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2018 წელს 11 013 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 345 დოლარია (11 …