მიმოქცევაში ლარის მოცულობა გაიზარდა

 

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 44 მლნ-ით გაიზარდა (+1.4%m.m). სებ-ის სტატისტიკით (ცენტრალური ბანკის მიმოხილვა https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304) სარეზერვო ფული, რომელიც ნაღდ ფულსაც მოიცავს, 1 ივლისისთვის ₾ 6 .7 მლრდ-ია, წლიური ზრდააა 8%(Y.Y).

ექსპერტები ფულის მასის მატებას ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ, რაც სეზონური, ტურისტული ფაქტორით არის განპირობებული.

სარეზერვო ფული მიმოქცევაში ეროვნულ ვალუტას და ბანკების დეპოზიტებს, მათ შორის სავალდებულო რეზერვებს მოიცავს, რაც 2.7 მლრდ ლარს შეადფგენს (01.07.2017 -2.55 მლრდ ) სარეზერვო მოთხოვნა, ბანკებს, ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან რესურსზე სებ-მა 2 წლის წინ გაუზარდა, 20%-მდე. სავალუტო დეპოზიტებზე განაკვეთების კლებაც გარკვეულწილად ამას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ ლარის მოზიდულ რესურსზე კი  მოთხოვნა რამდენიმე რაუნდად შემცირდა. ახლახანს, 7%-დან, 5%-მდე.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …