მიკროსაფინანსო ბაზარი დაპატარავდა /რეიტინგი/

თბილისი (BPI) – ახალი რეგულაციების დაზუსტების მოლოდინში  მიკროსაფინანსო  ორგანიზაციებმა  კაპიტალის შევსებაზე დაიწყეს ზრუნვა.

ბანკის ანალოგიურად მიკროსაფინანსოსაც  (მ/ო) ლიკვიდობის, კაპიტალის ადეკვატურობის და სხვა კოეფიციენტები უწესდება. ამ დროისთვის, „ნორმატივების და ლიმიტების“ პროექტით 18%-ია. 24% კი  მ/ო-ს იმ კატეგორიისთვის, რომელსაც თამასუქი აქვს ( ან მომხმარებლისაგან ფულის მოსაზიდი სხვა ინსტრუმენტი).

მ/ო  სექტორს  კაპიტალის ₾ 0.5 მლნ -მდე  შევსების ვადა წლის ბოლოს ეწურება.  საფინანსო კორპორაციებში ყველაზე მზარდი მიკროსაფინანსო იყო, აქტივების წლიური  25%-იანის ზრდით.

I კვარტლის (2018 წ) მონაცემებით,  258 მლნ-ის გაუნაწილებელი მოგება აქვს. 40 მლნ-ით მეტი ჰქონდა  2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (Q1.2017).

კლება  გარკვეულწილად   ბაზრის დაპატარავებას უკავშირდება.  1 მაისის მდგომარეობით ბაზარზე 73  მ/ორგანიზაციაა,  2017 წლის ანალოგიური პერიოდისთვის  88 იყო.

4 თვის მდგომარეობით (01.05.2018) მთლიანი აქტივები  1.5 მლრდ ლარია (L/Y – 1.4 მლრდ).

ბაზრის 40% 2  ორგანიზაციაზე მოდის.

TOP-5 (Q1/2018)

აქტივები (₾) სესხები (₾)
1 რიკო 349 769 482 198 573 000
2 კრისტალი 246 373 500 229 500 000
3 სვის კაპიტალი   73 065 000   66 400 000
4 ლაზიკა კაპიტალი   44 000 000   36 000 000
5 ბი აი ჯი   40 720 461   35 700 000

წყარო: მ/ო