მესტია-ჭუბერში 8-9 ივლისს ნალექი მნიშვნელოვნად შესუსტდება

თბილისი (BPI) – გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონის შემცირებაზე აცხადებს. სპეციალისტებმა სასაზღვრო ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს და ამ დრომდე იქ რჩებიან.

ხეობაში ნალექი მყინვარების ინტენსიური  დნობითაა გამოწვეული.მდინარის  ცალკეულ უბნებზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ნაკადები შეაგუბა  და ღვარცოფების ფორმირება გამოიწვია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით,  მესტია-ჭუბერის  ტერიტორიაზე 8-9 ივლისს ნალექის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

7 ივლისს –  დროგამოშვებით ღრუბლიანობის  მომატება.  დროგამოშვებით ხანმოკლე  წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა:  ღამით  +11, +13°,  დღისით  +22,  +24°.

8 ივლისს – დროგამოშვებით ღრუბლიანობის  მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან   ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა:  ღამით +10, +12°,  დღისით +28,  +30°.

 

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …