მეორედ პოლიტიკაში – ივანიშვილი მიზეზებს განმარტავს

თბილისი (BPI) – ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაშიი დაბრუნების მიზეზები დაასახელა. მისი თქმით, ეს რთული გადაწყვეტილება იგივე ფაქტორებით არის განპირობებული როგორც 2011 წელს – საქართველოს, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა.

ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ შექმნილი პარტია “ქართული ოცნების” იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია. “პროცესების გაღრმავების შემთხვევაში პარტია დაშორდებოდა ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება. დიახ, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში”.

მნიშვნელოვან გამოწვევებზე საუბრისას 3 მიზეზი დაასახელა:

  • ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (ისედაც რთული ვითარების ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის მცდელობები);
  • ოპონენტებისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი;
  • ხელისუფლებაში არსებული უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია 12. და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა. სწორედაც რომ, თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია”, – განაცხადა ივანიშვილმა