მედიის წარმომადგენლები ევროპარლამენტს სტუმრობენ

თბილისი (BPI) – მიმდინარე კვირას, ბრიუსელში  გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქართველ ჟურნალისტებსა და ევროპარლამენტის საქართველოს  თემაზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შორის. ვიზიტის ფარგლებში შედგა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და მათი ოფისის პრესამსახურის ხელმძღვანელებთან. ტურის განმავლობაში საქართველოს დელეგატებმა ევროპელ კოლეგებსა და ევროპარლამენტარებს, დეტალურად გააცნეს საქართველოში მიმდინარე თემები ევროინტეგრაციის, მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

საინფორმაციო ტურს ბრიუსელში ხელმძღვანელობდა,  პრესრელიზების  გავრცელების სააგენტო PUBLICITY.GE – ის რედაქტორი, მაიკო ჩიტაშვილი.

„ჩვენ, მსგავსი ტიპის მაღალი რანგის შეხვედრა ევროპარლამენტში პირველად დავაორგანიზეთ. მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებმა დიდი ინტერესით ჩაიარა.  იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება არა მხოლოდ ჩვენი სააგენტოსთვის იქნება საინტერესო, არამედ შევძლებთ ეს გამოცდილება გავუზიაროთ  ჩვენი სააგენტოს მედია ხელმომწერებსაც„- აცხადებს სააგენტოს რედაქტორი მაიკო ჩიტაშვილი.

სამუშაო შეხვედრები ბიუსელში, სადაც სხვა მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას ორი დღე გაგრძელდა და ხუთი სხვადასხვა დონის შეხვედრას მოიცავდა.  ვიზიტის ბოლოს დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობისა და ურთიერთობის ფორმატები.