მატარებელი მევენახეობის ზონაში-მთავრობა კახეთში რკინიგზის აღდგენის საკითხს ADB-სთან განიხილავს

თბილისი (BPI) – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრობს. გუბერნატორი ჟურნალ „პროფესიონალი პლუსთან“ კახეთში რკინიგზის აღდგენის მნიშვნელობაზე აღნიშნავს.

„რკინიგზა კახეთში წლებია აღარ ფუნქციონირებს. შეიძლება ხანდახან სატვირთო შემადგენლობამ გაიაროს, ისიც ძალიან დაბალი სიჩქარით. ამის აღდგენა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მატარებელი არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება”, – აღნიშნავს გუბერნატორი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიურად მიდი მუშაობა აზიის განვითარებს ბანკთან (ADB).

“საინტერესოა, რომ რკინიგზის ნაწილი მევენახეობის ზონაში გადის, რაც ამ კუთხით რაც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია. ამასთან ერთად რკინიგზის განვითარება  ძალიან მნიშველოვანია სამეურნეო კუთხითაც, მაგალითად ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე ცხვრის გადასაყვანად”, – ამბობს ქადაგიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …