Marriott-სა და IHG-ის სასტუმროებიდან შამპუნის მინი ბოთლები გაქრება

თბილისი (BPI) – Marriott-სა და IHG-ის სასტუმროებიდან შამპუნისა და ტანის გელის მინიატურული ბოთლები გაქრება. მათ დისპენსერები ჩაანაცვლებს, რომელიც სააბაზანო ოთახში კედელზე იქნება მიმაგრებული. საწყის ეტაპზე, სიახლე იმ სასტუმროებში გამოჩნდება, რომლებიც ბიზნეს-ტურისტებზე არიან ორიენტირებულნი.

დიდი ზომის ჭურჭელს ანუ დისპენსერებს უკვე ამონტაჟებენ Marriott-ის ქსელის Courtyard by Marriott-ის, Residence Inn-ის, TownPlace Suites-ის, Fairfield Inn-ის, SpringHill Suites-ის, Moxy-ისა და Four Points-ის სასტუმროებში. გეგმის მიხედვით, დისპენსერები წლის ბოლომდე 450 სასტუმროში გამოჩნდება.

რაც შეეხება IHG-ის ბრენდს, ის Holiday Inn Express-ის, Staybridge Suites-ის, Candlewood Suites-ისა და Avid Hotels-ის სასტუმროებში.

სასტუმროების წარმომადგენლები ცვლილებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათი განმარტებით, სასტუმროში ცხოვრებისას სასტუმროს სტუმრები ბევრ მინი ჭურჭელს მოიხმარენ, რაც თავის მხრივ არაეკოლოგიურია – სტუმრის წასვლის შემდეგ სასტუმროში რჩება ბევრი ნაგავი.

დისპენსერის გამოყენების შემთხვევაში შამპუნის, ტანის გელისა და თუ ბალზამის მოხმარებისთვის მინი ჭურჭელს აღარ გამოიყენებენ.