MarkAntalya 300 მლნ დოლარად იყიდება

თბილისი (BPI) – ანტალიაში მდებარე ცნობილი და უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი MarkAntalya იყიდება. ობიექტს მისი მფლობელი თურქეთის შემნახველი ანაბრების სადაზღვეო სახელმწიფო ფონდი (TMSF) ყიდის.

სავაჭრო ცენტრის ნაციონალიზაცია 2016 წლის ოქტომბერში განხორციელდა და ის TMSF-ის საკუთრებაში გადავიდა, რადგანაც მისი წინა მფლობელი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში იყო ბრალდებული.

როგორც თურქული მედია წერს, TMSF-ი MarkAntalya-ს 1 მლრდ 278 მლნ 900 ათას ლირად ($300 მლნ) ყიდის.

არსებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, თვეში იჯარიდან  MarkAntalya-ს  შემოსავალი 2,5 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

ლეგენდა ლიკანზე – რას გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი

თბილისი (BPI) – რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“,  …