მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, ლარის კურსზე პანიკური დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის მომავალი წელი იქნება წარმატებული.

ასევე განმარტა, რომ ლარის გაუფასურება ბანკებზეც უარყოფითად მოქმედებს.

„თუ ჩვენ ყოველდღე ასეთ პანიკურ მდგომარეობას შევქმნით, რომ ლარი 5 თეთრით გაუფასურდა, ეს კარგი არ არის… ასე არ ხდება, ლარის და ნებისმიერი ვალუტის აჟიოტაჟურ ფონზე ვითარება არ ხდება ხოლმე. გადაავლეთ თვალი სხვა ვალუტების კურსს და მიხვდებით რამხელა ვარდნა აქვს ფუნტ სტერლინგს და ნებისმიერ სხვა ვალუტას. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, მე დარწმუნებული ვარ,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ოპტიმისტურად არის განწყოილი და ამბობს, რომ 2017 წელს მნიშვნელოვან განვითარებას ელის. ასევე აღნიშნა, რომ “თიბისი ბანკი“ მზად არის სესხების გალარებასთან დაკავშირებული პროცესისთვის.