მამუკა ხაზარაძე: ლარიზაცია ეკონომიკისთვის კარგი ინიციატივაა

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ლარიზაციის კამპანია კიდევ ერთხელ შეაფასა და განმარტა, რომ ბანკი მზადაა ლარიზაციის პროცესისთვის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან.

„ვფიქრობ, რომ ეს კარგია მთლიანად ეკონომიკისთვის, ლარის განვითარებისთვის, რადგან ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში და ეს კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი და მათ აღარ ექნებათ საფიქრებელი, რომ დოლარის კურსის გამო გაეზრდებათ გადასახადი. მგონი, ეს კარგი ინიციატივაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.