მამუკა ხაზარაძე იმ პერსონათა შორისაა, რომლებიც ცვლიან გარემოს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ТHE NEW YORK TIMES – ის ყოველწლიური გამოცემის Turning Points-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

„ადამიანები რომლებიც ცვლიან გარემოს“ – ასე ეწოდება ნომინაციას და ჯილდოს, რომელიც მამუკა ხაზარაძეს “საუკუნის სახელების” დაჯილდოების ნაწილში, საუკუნის პროექტის – ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გადაეცა.

ТHE NEW YORK TIMES-ის ყოველწლიური გამოცემის TURNING POINTS – ის პირველი ლიცენზირებული გამოცემის წარდგენა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა. Turning Points – ს, რომელსაც წლის მაპროგნოზირებელ გამოცემასაც უწოდებენ, წელს მსოფლიოს 26 ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა.  ჟურნალი “Turning Points” 2018 წლის საინტერესო კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიებს, ესეებს, ამ სფეროების წარმომადგენლების პორტრეტებსა და ფოტოპროეტებს აერთიანებს, მათ შორის, ინტერვიუს მამუკა ხაზარაძესთან, სათაურით – „უფრო მეტი, ვიდრე ღრმაწყლოვანი პორტი“.

გამოცემის წარდგენაზე საუკუნის სახელების საპატიო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კომპოზიტორი გია ყანჩელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

თბილისი (BPI) – მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, …