მამუკა ბახტაძემ სსფ-ს მისიას შეხვდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე. ერთი კვირის განმავლობაში სსფ-ის შუალედური მისია ქართულ მხარესთან ერთად განიხილავს მიმდინარე ფისკალურ გეგმებს, საბიუჯეტო პარამეტრებს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ დინამიკას, 2018-2019 წლების პროგნოზებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების შედეგებზე.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.